აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც ხანდაზმული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რასაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0