https://sputnik-georgia.com/20261125/ufc-2027-wlis-bolos-saqartveloshi-gonisziebis-chatarebas-gegmavs-301892585.html
UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს
UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს
Sputnik საქართველო
UFC-ს გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად. 25.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-25T13:37+0400
2026-11-25T13:37+0400
2026-11-25T13:37+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292283196_0:72:1000:635_1920x0_80_0_0_49f1eb4b07989241e1a794eb13bde65e.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაცია UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების გამართვას გეგმავს.საქართველოში შოუს დაორგანიზების საკითხზე მოლაპარაკებები UFC-სა და ქართულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული UFC-ის შიდა დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ღონისძიების გამართვა 2027 წლის მესამე კვარტალში (Q3 2027), ივლისი-სექტემბრის პერიოდში იგეგმება, ღონისძიების ჩატარების სავარაუდო ადგილად კი თბილისის სპორტის სასახლე განიხილება.2027 წელს UFC-ის ღონისძიებები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია ყაზახეთი (Almaty Arena) - 2027 წლის 1-ელ მაისს, უზბეკეთი (Humo Arena) - 2027 წლის მესამე კვარტალში და ყირგიზეთი (Bishkek Arena) - 2027 წლის მეოთხე კვარტალში.UFC-ის გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად.ამ ეტაპზე UFC-ის ხელმძღვანელობას გავრცელებულ დოკუმენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია ტურნირის ფორმატი და მონაწილე მებრძოლების სია. შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციაში (UFC) ქართველმა მებრძოლებმა ბოლო წლებში ისტორიული შედეგები დააფიქსირეს. საქართველოს ორი მსოფლიო ჩემპიონი — ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ჰყავს, დღეის მდგომარეობით კი UFC-ის ოფიციალურ შემადგენლობაში ექვსი ქართველი სპორტსმენი ირიცხება.ქართული MMA-ის აღმასვლა 2024 წელს ისტორიული ტრიუმფით დაგვირგვინდა. თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა ქვემსუბუქ წონაში, მოგვიანებით კი მსუბუქი წონის ქამარიც მოიპოვა და ორი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი დაისაკუთრა. იმავე 2024 წელს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ქამარი სამჯერ წარმატებით დაიცვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1a/292283196_29:0:972:707_1920x0_80_0_0_118419d43bfed89a11b3f17724cb5fb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების ჩატარებას გეგმავს
UFC-ს გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაცია UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების გამართვას გეგმავს.
საქართველოში შოუს დაორგანიზების საკითხზე მოლაპარაკებები UFC-სა და ქართულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული UFC-ის შიდა დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ღონისძიების გამართვა 2027 წლის მესამე კვარტალში (Q3 2027), ივლისი-სექტემბრის პერიოდში იგეგმება, ღონისძიების ჩატარების სავარაუდო ადგილად კი თბილისის სპორტის სასახლე განიხილება.
2027 წელს UFC-ის ღონისძიებები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში მითითებულია ყაზახეთი (Almaty Arena) - 2027 წლის 1-ელ მაისს, უზბეკეთი (Humo Arena) - 2027 წლის მესამე კვარტალში და ყირგიზეთი (Bishkek Arena) - 2027 წლის მეოთხე კვარტალში.
UFC-ის გაფართოების გეგმა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ახალი ბაზრების ათვისებას ისახავს მიზნად.
ამ ეტაპზე UFC-ის ხელმძღვანელობას გავრცელებულ დოკუმენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია ტურნირის ფორმატი და მონაწილე მებრძოლების სია.
შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციაში (UFC) ქართველმა მებრძოლებმა ბოლო წლებში ისტორიული შედეგები დააფიქსირეს. საქართველოს ორი მსოფლიო ჩემპიონი — ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ჰყავს, დღეის მდგომარეობით კი UFC-ის ოფიციალურ შემადგენლობაში ექვსი ქართველი სპორტსმენი ირიცხება.
ქართული MMA-ის აღმასვლა 2024 წელს ისტორიული ტრიუმფით დაგვირგვინდა. თოფურია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა ქვემსუბუქ წონაში, მოგვიანებით კი მსუბუქი წონის ქამარიც მოიპოვა და ორი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი დაისაკუთრა. იმავე 2024 წელს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მერაბ დვალიშვილმა, რომელმაც ქამარი სამჯერ წარმატებით დაიცვა.