ერთა ლიგის პლე-იოფი: საქართველო ფარერის კუნძულების ნაკრებს შეხვდება

© Georgia national football teamსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
2026 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, ფარერის კუნძულების ნაკრები ფიფას რეიტინგში 123-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი 74-ე ადგილზეა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი-ოფის მატჩებში ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს შეხვდება.
წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შედეგად, გუნდების რვა წყვილი დაკომპლექტდა, რომლებიც A/B და B/C დივიზიონებში დაწინაურებისა და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ.
საქართველოს ნაკრებმა B2 ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ახლა პლეი-ოფის მატჩები უნდა გამართოს, რათა მომდევნო სეზონში ერთა ლიგის მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.
პირველ მატჩს 2027 წლის 25–27 მარტს ფარერის კუნძულები უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 28-30 მარტს საქართველოში გაიმართება. ზუსტი თარიღები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
2026 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, ფარერის კუნძულების ნაკრები ფიფას რეიტინგში 123-ე ადგილს იკავებს, საქართველო კი 74-ე ადგილზეა.
საქართველოსა და ფარერის კუნძულების ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივე მატჩში გამარჯვება ქართულმა გუნდმა მოიპოვა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაა — 10:1.
გუნდები პირველად ერთმანეთს „ევრო-2008"-ის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში შეხვდნენ: 2006 წლის 16 აგვისტოს საქართველომ სტუმრად ფარერის კუნძულების ნაკრები ანგარიშით 6:0 გაანადგურა, ხოლო 2007 წლის 28 მარტს თბილისში 3:1 დაამარცხა.
ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2025 წლის 3 ივნისს თბილისში დაუპირისპირდნენ. ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა და საქართველოს ანგარიშით 1:0 მოაგებინა.
ყველა ახალი ამბავი
0