საქართველო წარმატებით ყიდის წვენებს: ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვენი
წვენი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
10 თვეში წვენების ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 27,9 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის ათ თვეში საქართველოდან 17,8 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენებია ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წვენების ექსპორტის მოცულობა 51%-ით, ხოლო მათი ღირებულება 51%-ით გაიზარდა.
10 თვეში წვენების ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 27,9 მლნ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 48 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (23%), ავსტრალია (19%), რუსეთი (19%), ევროკავშირის ქვეყნები (14%), ისრაელი (7%) და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0