https://sputnik-georgia.com/20261125/saqartvelo-da-slovaketi-pesticidebis-kontrolis-sakitxebshi-itanamshromleben-301901126.html
საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლის საკითხებში ითანამშრომლებენ
საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლის საკითხებში ითანამშრომლებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაცია იმყოფება. 25.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-25T20:49+0400
2026-11-25T20:49+0400
2026-11-25T20:49+0400
საქართველო
სლოვაკეთი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/66/245036639_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c2007259d74e9266decd222e7c9a6eb2.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით ითანამშრომლებენ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო. პესტიციდების კონტროლის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაციასთან შეხვე3დრისას განიხილა. სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაცია, რომელსაც ინსტიტუტის ლაბორატორიული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზოლტან კრაშჩენიცი ხელმძღვანელობს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ლაშა ავალიანი დელეგაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, გიორგი იაკობაშვილთან და მის მოადგილეებთან ერთად შეხვდა. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი სწავლებების და ტექნიკური კონსულტაციების შესაძლებლობებზე. სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტი (ÚKSÚP) სლოვაკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული საკონტროლო და საგამოცდო ორგანიზაციაა. ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, სერტიფიცირებასა და აკრედიტებულ ლაბორატორიულ კვლევებს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის, ცხოველის საკვებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიმართულებით.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/66/245036639_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_1f0ca17687c861787c4d604141128d9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სლოვაკეთი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, სლოვაკეთი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლის საკითხებში ითანამშრომლებენ
საქართველოში სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაცია იმყოფება.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველო და სლოვაკეთი პესტიციდების კონტროლისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით ითანამშრომლებენ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
პესტიციდების კონტროლის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაციასთან შეხვე3დრისას განიხილა.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტის (ÚKSÚP) დელეგაცია, რომელსაც ინსტიტუტის ლაბორატორიული საქმიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზოლტან კრაშჩენიცი ხელმძღვანელობს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ლაშა ავალიანი დელეგაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, გიორგი იაკობაშვილთან და მის მოადგილეებთან ერთად შეხვდა.
„ყურადღება გამახვილდა მცენარეთა დაცვის საშუალებების შემადგენლობის, ხარისხისა და ნარჩენების კონტროლის პროცედურებზე. საუბარი შეეხო ლაბორატორიული კვლევების სიზუსტისა და სანდოობის ამაღლებას, აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის როლს“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი სწავლებების და ტექნიკური კონსულტაციების შესაძლებლობებზე.
სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის ცენტრალური საკონტროლო და საგამოცდო ინსტიტუტი (ÚKSÚP) სლოვაკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ეროვნული საკონტროლო და საგამოცდო ორგანიზაციაა.
ინსტიტუტი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, სერტიფიცირებასა და აკრედიტებულ ლაბორატორიულ კვლევებს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, ნიადაგის, თესლისა და სარგავი მასალის, ცხოველის საკვებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მიმართულებით.