რა შემოსავალი მიიღეს ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად

© Rural Development Agencyვაშლის საწარმო
ვაშლის საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საწარმოებმა 13 ათას ტონაზე მეტი ვაშლი ჩაიბარეს
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ფერმერებმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შედეგად 3,4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდია 1,3 მლნ ლარს აჭარბებს, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება 13 ოქტომბერს დაიწყო.
უწყების ცნობით, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა 11-მა საწარმომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 24 ნოემბრამდე პერიოდში, 13,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავების სტიმულირების პროგრამა საქართველოში 2020 წლიდან ხორციელდება. ის საშუალებას აძლევს ფერმერებს, უხარისხო ვაშლი ხელმისაწვდომ ფასად გაყიდონ. ამავდროულად, ის ხელს უწყობს ხილის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე გადის.
ყველა ახალი ამბავი
0