მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვმა პუტინი-ტრამპის შეხვედრის შემდეგ ევროპელებთან საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

© photo: Sputnik / Сергей Бобылевკრემლი
კრემლი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
ევროპელებისთვის მოსკოვში ჩასვლის შესახებ მიწვევა ძალაში რჩება, მათგან პასუხი ჯერ არ არის
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შენჟენში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ, მოსკოვმა ევროპულ მხარესთან უკრაინის საკითხის დარეგულირება განიხილა.
„ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის, უკრაინის დარეგულირების ესა თუ ის ნიუანსი“, — აღნიშნა უშაკოვმა.
უშაკოვის თქმით, საუბარი არ ყოფილა მოსკოვის, ვაშინგტონისა და კიევის წარმომადგენლების სამმხრივ კონსულტაციებში ევროპელების ჩართვაზე. მან დააზუსტა, რომ რუსეთში ჩასვლისა და შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის განხილვის თაობაზე მიწვევა ძალაში რჩება. მოსკოვს ოფიციალური უარი არ მიუღია და პასუხს ელოდება.
ასეთი მიწვევის შესახებ პუტინმა გასულ კვირას ისაუბრა: მისი თქმით, რუსეთმა დიპლომატიური არხებით ევროპელებს მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა, რათა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მათი პოზიცია გაეგო. რუსეთის ლიდერმა მიუღებელი უწოდა ევროკავშირის რიგი ქვეყნების იდეას, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარების განთავსების შესახებ.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტში ორივე მხარისთვის გარანტიები საერთოევროპული უსაფრთხოების ნაწილი უნდა იყოს. მისი თქმით, შეთანხმებების მისაღწევად ევროპელებს პოლიტიკური ნება დასჭირდებათ, თუმცა გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს.
ყველა ახალი ამბავი
0