ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრა დიალოგის გარეშე შეუძლებელია.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით და მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების. მიმაჩნია, რომ ეს არის პრაგმატული მიდგომა, რომელიც შეესაბამება როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ინტერესებს“, – განაცხადა ლავროვმა.
ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრა დიალოგის გარეშე შეუძლებელია. მისი თქმით, ოპოზიცია ბოლო წლებში ცდილობდა ამგვარი კონტაქტების მიმართ შიშის დანერგვასა და მათ მიუღებლობაზე აქცენტის გაკეთებას.
„შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავძლიოთ საუბრის შიში. არაფერია საშიში იმაში, რომ ესაუბრო მას, ვისთანაც პრობლემები გაქვს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინის პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც მინსკში გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნა პრაქტიკული შეთანხმებები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0