https://sputnik-georgia.com/20261125/kalatburti-saqartvelos-nakrebi-fibas-reitingshi-12-adgilzea-301894087.html
კალათბურთი: საქართველოს ნაკრები ფიბას განახლებულ რეიტინგში მე-12 ადგილზეა
კალათბურთი: საქართველოს ნაკრები ფიბას განახლებულ რეიტინგში მე-12 ადგილზეა
Sputnik საქართველო
რეიტინგის ლიდერი თურქეთია, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამეზე კი სერბეთია. 25.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-25T19:00+0400
2026-11-25T19:00+0400
2026-11-25T19:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412431_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_72e66f8fe2c84796635faca5db4e08a5.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ეტაპის ნოემბრის მატჩების წინ ნაკრებების ძალთა რეიტინგი (Power Rankings) განაახლა.ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით უკან დაიხია და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა - რეიტინგის ლიდერი თურქეთია, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამეზე კი სერბეთია.ფიბას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელებს მოუყრის თავს და, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ძალიან სჭირდება. საერთაშორისო ფედერაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტუგალიასთან საშინაო შეხვედრასაც ანიჭებს, რომელშიც გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაუხსნას.საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.მსოფლიო ჩემპიონატი 2027მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/03/297412431_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_aa97986632fa2f4432b38d30a06d3f87.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: საქართველოს ნაკრები ფიბას განახლებულ რეიტინგში მე-12 ადგილზეა
რეიტინგის ლიდერი თურქეთია, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამეზე კი სერბეთია.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ეტაპის ნოემბრის მატჩების წინ ნაკრებების ძალთა რეიტინგი (Power Rankings)
განაახლა.
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წინა რეიტინგთან შედარებით ერთი პოზიციით უკან დაიხია და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა - რეიტინგის ლიდერი თურქეთია, მეორე ადგილს საფრანგეთი იკავებს, მესამეზე კი სერბეთია.
ფიბას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელებს მოუყრის თავს და, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება ძალიან სჭირდება.
საერთაშორისო ფედერაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტუგალიასთან საშინაო შეხვედრასაც ანიჭებს, რომელშიც გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაუხსნას.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.
მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება: