ილია თოფურიას 2025 წლის საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს

© courtesy of Ilia Topuriaილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
29 წლის თოფურიას პროფესიონალური რეკორდი 17 მოგებასა და 1 მარცხს შეადგენს. კარიერაში ერთადერთი მარცხი მან 2026 წლის ივნისში, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისას თვალბუდის ტრავმის გამო განიცადა.
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. ესპანეთის სახელით მოასპარეზე UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 2025 წელს შესრულებული საუკეთესო ნოკაუტისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო.
ქართველმა მებრძოლმა აღნიშნული ჯილდო ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ მოპოვებული ეფექტური გამარჯვებისთვის დაიმსახურა.
2025 წლის 28 ივნისს, ლას-ვეგასში გამართულ UFC 317-ზე თოფურიამ ოლივეირა პირველივე რაუნდის მეორე წუთის შემდეგ ნოკაუტით დაამარცხა, მსუბუქი დივიზიონის (70 კგ) საჩემპიონო ქამარს დაეუფლა და ორგანიზაციის ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
UFC Stats-ის ოფიციალური მონაცემებით, 29 წლის თოფურიას პროფესიონალური რეკორდი 17 მოგებასა და 1 მარცხს შეადგენს. კარიერაში ერთადერთი მარცხი მან 2026 წლის ივნისში, ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისას თვალბუდის ტრავმის გამო განიცადა.
ქართველი UFC-ის ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი აქვთ მოპოვებული. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0