გიგა ჭიკაძე UFC-ს მებრძოლი აღარ არის

© Courtesy of Giga Chikadzeგიგა ჭიკაძე
გიგა ჭიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
UFC-ში ჭიკაძემ შვიდი წელი გაატარა - ორგანიზაციაში მისი დებიუტი 2019 წლის სექტემბერში შედგა, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვა და ქვემსუბუქი (65კგ) წონის რეიტინგის ათეულში დამკვიდრდა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოს პრესტიჟულმა MMA-ის ორგანიზაციამ UFC-მ მებრძოლთა სია განაახლა, რომელშიც ქართველი სპორტსმენი გიგა ჭიკაძე აღარ ირიცხება.
ქართველი მებრძოლის მიერ ორგანიზაციის დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამჟამად კი ჭიკაძე UFC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მებრძოლთა სიაშიც აღარ იძებნება.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკავშირდება ბოლოდროინდელ წარუმატებელ სერიასა და 38 წლის სპორტსმენის ასაკს. ჭიკაძემ ოქტაგონზე ზედიზედ ოთხი ბრძოლა დათმო, მათ შორის ბოლო დაპირისპირება 2026 წლის სექტემბერში, UFC 331-ზე, სადაც ბრაზილიელ ჟოანდერსონ ბრიტოსთან პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
UFC-ში ჭიკაძემ შვიდი წელი გაატარა - ორგანიზაციაში მისი დებიუტი 2019 წლის სექტემბერში შედგა, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვა და ქვემსუბუქი (65კგ) წონის რეიტინგის ათეულში დამკვიდრდა.
UFC-ში ჩატარებული 13 ბრძოლიდან ჭიკაძემ რვა მოიგო, ხუთში კი დამარცხდა. ჭიკაძის კარიერაში განსაკუთრებით გამორჩეული კაბ სვანსონსა და ედსონ ბარბოზას წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები იყო. ორგანიზაციაში ასპარეზობის პერიოდში ქართველმა მებრძოლმა ოთხი ბონუსიც დაიმსახურა, 2022 წელს კი ფორესტ გრიფინის სახელობის ჯილდო მიიღო.
ჭიკაძის პროფესიონალურ კარიერაში 15 გამარჯვება და შვიდი მარცხია. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ორგანიზაციაში გააგრძელებს ქართველი მებრძოლი კარიერას.
ყველა ახალი ამბავი
0