https://sputnik-georgia.com/20261125/dolarshi-sesxis-ageba-gartuldeba-301909605.html
დოლარში სესხის აღება გართულდება: ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება
დოლარში სესხის აღება გართულდება: ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება
Sputnik საქართველო
2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის ზღვარი 1,5 მილიონ ლარამდე გაიზრდება 25.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-25T22:00+0400
2026-11-25T22:00+0400
2026-11-25T22:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298738122_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_6faef4f14017790064f665596fbdeba9.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ახალ ლიმიტს აწესებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. სებ-ი აგრძელებს აქტიური დედოლარიზაციის პოლიტიკას, იცავს რა ეკონომიკას უცხოური ვალუტის მასობრივი გამოყენებისგან და ახდენს ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის საფრთხეების პრევენციას. ამგვარად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საკრედიტო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ უფლება გასცენ 1,5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები უცხოურ ვალუტაში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. 2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ჰეჯირების შემოღების შესახებ 300 ათას ლარზე მეტი მოცულობის სესხებისთვის, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, 2025 წლის იანვარში – 500 ათას ლარამდე, 2025 წლის აგვისტოში – 750 ათასამდე, ხოლო 2026 წლის ივლისში – 1 მილიონამდე. ჰეჯირება არის სავალუტო რისკების დაზღვევის მექანიზმი, რომელიც გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული დანაკარგების შემცირების საშუალებას იძლევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298738122_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_c4533c46f7b52c255f4d3172435e45a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
დოლარში სესხის აღება გართულდება: ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება
2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის ზღვარი 1,5 მილიონ ლარამდე გაიზრდება
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან დედოლარიზაციის პოლიტიკას ამკაცრებს და უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე ახალ ლიმიტს აწესებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
სებ-ი აგრძელებს აქტიური დედოლარიზაციის პოლიტიკას, იცავს რა ეკონომიკას უცხოური ვალუტის მასობრივი გამოყენებისგან და ახდენს ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის საფრთხეების პრევენციას.
ამგვარად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საკრედიტო ორგანიზაციებს აღარ ექნებათ უფლება გასცენ 1,5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხები უცხოურ ვალუტაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკები კვლავ ფინანსური სექტორის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა.
„ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, თანმიმდევრულად აგრძელებს დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ჰეჯირების შემოღების შესახებ 300 ათას ლარზე მეტი მოცულობის სესხებისთვის, მაისში ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა, 2025 წლის იანვარში – 500 ათას ლარამდე, 2025 წლის აგვისტოში – 750 ათასამდე, ხოლო 2026 წლის ივლისში – 1 მილიონამდე.
ჰეჯირება არის სავალუტო რისკების დაზღვევის მექანიზმი, რომელიც გაცვლითი კურსის მერყეობით გამოწვეული დანაკარგების შემცირების საშუალებას იძლევა.