https://sputnik-georgia.com/20261125/31-wlis-ilia-isaevi-gardaicvala-301898208.html
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. 25.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-25T12:13+0400
2026-11-25T12:13+0400
2026-11-25T12:13+0400
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/51/245405181_0:827:2170:2048_1920x0_80_0_0_b0800200dcb7c25624d65b5fc1e301f2.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა, განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის ექიმმა გუგა ქაშიბაძემ. 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა. მათგან ჰოსპიტალიზაცია 4 ადამიანს დასჭირდა. მათ შორის იყო 31 წლის ილია ისაევი, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ზემო სასუნთქი, თერმულ-ინჰალაციური გზების დაზიანება და ბაროტრავმა. ის კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ 3 წლის თაიას, რომელიც მაშველებმა მომხდარიდან 8 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, ინგოროყვას კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა. ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24540/51/245405181_169:910:1686:2048_1920x0_80_0_0_03b24e8c7598cac861392bbcfb46b239.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ახალგაზრდა მამაკაცი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა, განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის ექიმმა გუგა ქაშიბაძემ.
19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა. მათგან ჰოსპიტალიზაცია 4 ადამიანს დასჭირდა. მათ შორის იყო 31 წლის ილია ისაევი, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ზემო სასუნთქი, თერმულ-ინჰალაციური გზების დაზიანება და ბაროტრავმა. ის კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ 3 წლის თაიას, რომელიც მაშველებმა მომხდარიდან 8 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან, ინგოროყვას კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.
ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.