https://sputnik-georgia.com/20261124/vachroba-saqartvelos-da-rusets-shoris-301879078.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა აქტიურად ხორციელდება 24.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-24T12:54+0400
2026-11-24T12:54+0400
2026-11-24T12:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
რუსეთი
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251523551_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_03445f9ace70c0d20a30cdad23468393.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 12%-ით გაიზარდა და 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 10,4% შეადგინა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 118,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 47 ათას ტონამდე ნატურალური ყურძნის ღვინო, 22,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, 11,4 ათასი ტონა ახალი ხილი, ასევე 5,9 ათასი ტონა ხილი და კაკალი.რუსეთი საქართველოში მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 367,8 ათას ტონამდე ხორბალი და მესლინი.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 643,3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 414,8 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 31,7 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი, ასევე 22 ათას ტონამდე ცოცხალი ღორი და ა.შ.2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 6,3%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/15/251523551_277:0:1300:767_1920x0_80_0_0_df4d9e2a7866158d36a647b9026d51fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, რუსეთი, საქსტატი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, რუსეთი, საქსტატი
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა აქტიურად ხორციელდება
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 12%-ით გაიზარდა და 2,4 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 10,4% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 621,1 | 2,1 |
იმპორტი | 1 781,9 | 15,8 |
სულ | 2 402,9 | 11,9 |
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 118,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 47 ათას ტონამდე ნატურალური ყურძნის ღვინო, 22,4 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, 11,4 ათასი ტონა ახალი ხილი, ასევე 5,9 ათასი ტონა ხილი და კაკალი.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-5
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
ღვინო | 137,1 | -1,5 |
სპირტიანი სასმელები | 103,5 | -18,3 |
მინერალური წყალი | 66,4 | 10,8 |
ახალი ხილი | 62,2 | 33,2 |
ხილი, თხილეული და სხვ. | 53,9 | 23,4 |
რუსეთი საქართველოში მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 367,8 ათას ტონამდე ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 643,3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 414,8 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 31,7 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი, ასევე 22 ათას ტონამდე ცოცხალი ღორი და ა.შ.
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-5
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/კლება, % |
ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 309,3 | -25,9 |
ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 269,4 | 474,0 |
ხორბალი და მესლინი | 89,5 | 14,1 |
მცენარეული ზეთი | 47,9 | 23,9 |
ცოცხალი ღორი | 39,8 | 20,6 |
2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 6,3%-ით გაიზარდა.