https://sputnik-georgia.com/20261124/sapatriarqo-mitropoliti-abraami-reanimaciul-ganyofilebasi-imyofeba-301888038.html
საპატრიარქო: მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
საპატრიარქო: მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
Sputnik საქართველო
მიტროპოლიტი აბრაამი ხელმძღვანელობს დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომელიც აერთიანებს ქართულ სამრევლოებს იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტაში, საფრანგეთსა და... 24.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-24T17:50+0400
2026-11-24T17:50+0400
2026-11-24T17:50+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041662_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_4ef88f8df365460388e0f691e931a420.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მიტროპოლიტი აბრაამი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრია. ის 2002 წლიდან ხელმძღვანელობს დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომელიც აერთიანებს ქართულ სამრევლოებს იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. საპატრიარქო სთხოვს მრევლს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ლოცვებში მოიხსენიონ. "გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებასა შინა მყოფი მიტროპოლიტი აბრაამი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა" გაავრცელა. მათი ცნობით, მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041662_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a2c112bc979046eefa74fd430be9c62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საპატრიარქო: მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
მიტროპოლიტი აბრაამი ხელმძღვანელობს დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომელიც აერთიანებს ქართულ სამრევლოებს იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. მიტროპოლიტი აბრაამი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, იუწყება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრია. ის 2002 წლიდან ხელმძღვანელობს დასავლეთ ევროპის ეპარქიას, რომელიც აერთიანებს ქართულ სამრევლოებს იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) იმყოფება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში. მართალ აბრაამ მამამთავრის მეოხებით, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას იგი, მიმადლოს მხნეობა და ჯანმრთელობა", - აღნიშლია გავრცელებულ ინფორ5მაციაში.
საპატრიარქო სთხოვს მრევლს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი ლოცვებში მოიხსენიონ.
"გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებასა შინა მყოფი მიტროპოლიტი აბრაამი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა" გაავრცელა. მათი ცნობით, მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.