https://sputnik-georgia.com/20261124/ramdeni-tvirti-gadamusavda-saqartvelos-portebsi-axali-monacemebi-301883148.html
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40,3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 24.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-24T17:19+0400
2026-11-24T17:19+0400
2026-11-24T17:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს პორტები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/23/239942342_0:492:4928:3264_1920x0_80_0_0_e9739c13a5ad0bf93178052f7e32955c.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 5,6 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26,9%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 42,2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 39,7 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 18,1 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 528 გემი, რომელთა 47,2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30,7 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 17,4 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 4,7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღო 53,3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი, 33,9 პროცენტით მეტი ტანკერი (თხევადი ტვირთებისთვის), 15,8 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი. გარდა ამისა, ბალკერები 18,2%-ით ნაკლები იყო, ხოლო სპეციალიზებული გემი - 90,9%-ით.ასევე მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14% პროცენტი - ლიბერიის, 13,8% - თურქეთის, 10,8 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 43,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.მგზავრთა გადაყვანა2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40,3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51,6 პროცენტს შეადგენდა.საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/23/239942342_525:0:4877:3264_1920x0_80_0_0_4c1a9fb6b56a01ebdb0bdafeb7ba4855.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პორტები
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს პორტები
რამდენი ტვირთი გადამუშავდა საქართველოს პორტებში - ახალი მონაცემები
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40,3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს პორტებში გადამუშავდა 5,6 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, რაც 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26,9%-ით მეტია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ ცნობით, გადამუშავებული ტვირთის 42,2 პროცენტი გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 39,7 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 18,1 პროცენტი - ნაყარი ტვირთი.
2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 528 გემი, რომელთა 47,2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 30,7 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 17,4 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო დანარჩენი 4,7 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
ამ პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მიიღო 53,3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი, 33,9 პროცენტით მეტი ტანკერი (თხევადი ტვირთებისთვის), 15,8 პროცენტით მეტი — გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთმზიდი გემი. გარდა ამისა, ბალკერები 18,2%-ით ნაკლები იყო, ხოლო სპეციალიზებული გემი - 90,9%-ით.
ასევე მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17,8 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14% პროცენტი - ლიბერიის, 13,8% - თურქეთის, 10,8 პროცენტი - მალტის, დანარჩენი 43,6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 6 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 40,3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 51,6 პროცენტს შეადგენდა.
საქართველოში ამჟამად ორი პორტია - ბათუმსა და ფოთში. ამასთან, ტვირთების ძირითადი ნაკადი დღეს ფოთზე გადის. ამ პორტის მინუსი არის მისი სიღრმე - დღეს პორტს არ შეუძლია 1,5 ათასზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.