https://sputnik-georgia.com/20261124/ramdeni-gamoimushava-saxelmwipom-saxelmwipo-qonebis-privatizaciit-301876316.html
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
Sputnik საქართველო
მესამე კვარტალში 198 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 120 უძრავი ქონება გაიყიდა. 24.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-24T09:36+0400
2026-11-24T09:36+0400
2026-11-24T09:36+0400
საქართველო
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283444789_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_65ec70d9c323bb05388150cfd259a48a.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან საქართველოს ბიუჯეტი 70,1 მილიონი ლარით შეივსო, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.2026 წლის ივლის-სექტემბერში პრივატიზაციის გეგმა 175,3%-ის გადაჭარბებით შესრულდა - მიმდინარე წლის ამ პერიოდის პრივატიზაციის გეგმა 40 მლნ ლარს შეადგენდა.უწყების ცნობით, მესამე კვარტალში 198 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 120 უძრავი ქონება გაიყიდა.ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2026 წლის პირველ 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის (200 მილიონი ლარი) 97%-ს შეადგენს.საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, უძრავი ქონების პრივატიზაციის პარალელურად, აქტიურად ყიდის მოძრავ ქონებას აუქციონების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაყიდული მოძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 6,2 მლნ ლარი შეადგინა.ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და ისინი გამოიყენება, მათ შორის მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გადატვირთულია სხვადასხვა სოციალური ვალდებულებებით, კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283444789_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8990c7171f1c22643a06a2e8365c77b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
საქართველო, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
რამდენი გამოიმუშავა საქართველომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით
მესამე კვარტალში 198 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 120 უძრავი ქონება გაიყიდა.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან საქართველოს ბიუჯეტი 70,1 მილიონი ლარით შეივსო, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
2026 წლის ივლის-სექტემბერში პრივატიზაციის გეგმა 175,3%-ის გადაჭარბებით შესრულდა - მიმდინარე წლის ამ პერიოდის პრივატიზაციის გეგმა 40 მლნ ლარს შეადგენდა.
უწყების ცნობით, მესამე კვარტალში 198 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომლებზეც 120 უძრავი ქონება გაიყიდა.
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2026 წლის პირველ 10 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის (200 მილიონი ლარი) 97%-ს შეადგენს.
საპრივატიზაციო ქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, უძრავი ქონების პრივატიზაციის პარალელურად, აქტიურად ყიდის მოძრავ ქონებას აუქციონების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაყიდული მოძრავი ქონების საერთო ღირებულებამ 6,2 მლნ ლარი შეადგინა.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და ისინი გამოიყენება, მათ შორის მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გადატვირთულია სხვადასხვა სოციალური ვალდებულებებით, კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.