მაჭავარიანი: საქართველოში სუროგატი დედების ძირითადი კლიენტები უცხოელები არიან

© Courtesy of Levan Machavarianiლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2026
გამოწერა
საქართველოში სუროგაციის უცხოელი კლიენტების უმრავლესობა ადამიანებით ან ორგანოებით ვაჭრობის მაღალი რისკის მიზეზია, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში სუროგაცია მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან კლიენტების უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. ოპოზიცია ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ასეთი აკრძალვა მიუღებელია დემოგრაფიული კრიზისისა და უშვილობის ფონზე.

„აღსანიშნავია, რომ ასიდან 98%-ის შემთხვევაში ამ სერვისით უცხოელები სარგებლობდნენ. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულია გაკონტროლება, შემდეგ რა პროცესებში იზრდებოდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოში სუროგაციის უცხოელი კლიენტების უმრავლესობა ადამიანებით ან ორგანოებით ვაჭრობის მაღალი რისკის მიზეზია.
„ეს არის რისკები რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ორგანოებით ვაჭრობასთან. ეთიკური და მორალური რისკი ახლავს ამ ყველაფერს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი აკრძალვა ბევრ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
ყველა ახალი ამბავი
0