https://sputnik-georgia.com/20261124/ai-da-kiberusafttxoeba-saqartvelosi-profesiuli-ganatleba-gaafartoves-301893903.html
AI და კიბერუსაფრთხოება: საქართველოში პროფესიული განათლების სისტემა გააფართოვეს
AI და კიბერუსაფრთხოება: საქართველოში პროფესიული განათლების სისტემა გააფართოვეს
Sputnik საქართველო
კობახიძემ თბილისსა და ქუთაისში Skillwill-ის ორი ახალი კამპუსის გახსნა დაანონსა 24.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-24T22:01+0400
2026-11-24T22:01+0400
2026-11-24T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
ხელოვნური ინტელექტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
განათლება საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_98af624390d614d749bb0a2f9148103a.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. სულ უფრო მეტი მოქალაქე განიხილავს პროფესიულ განათლებას როგორც განვითარების რეალურ შესაძლებლობას და ეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ის ახალი კოლეჯის პრეზენტაციაზე, რომელიც MIT Open Learning-თან თანამშრომლობს.კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება. მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება.პრემიერის თქმით, რეგიონული გაფართოება მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და არის შესაძლებლობა განათლების სისტემის დეკონცენტრაციისთვის.„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს სთავაზობს მოწინავე ცოდნას, ამდიდრებს ზოგადად სასწავლო პროცესს და ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.Skillwill არის ქართული საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფოკუსირებულია ციფრულ და პროფესიულ განათლებაზე. ის მსურველებს სთავაზობს მოკლევადიან ინტენსიურ კურსებს, არაბაკალავრის ხარისხის პროგრამებს და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამებს. Skillwill ასევე გახდა სახელმწიფოს მიერ პირველი აკრედიტებული ონლაინ საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_64f691e273ed23633d8634dc17c594d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ხელოვნური ინტელექტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, განათლება საქართველოში , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ხელოვნური ინტელექტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, განათლება საქართველოში , საზოგადოება
AI და კიბერუსაფრთხოება: საქართველოში პროფესიული განათლების სისტემა გააფართოვეს
კობახიძემ თბილისსა და ქუთაისში Skillwill-ის ორი ახალი კამპუსის გახსნა დაანონსა
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. სულ უფრო მეტი მოქალაქე განიხილავს პროფესიულ განათლებას როგორც განვითარების რეალურ შესაძლებლობას და ეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ის ახალი კოლეჯის პრეზენტაციაზე, რომელიც MIT Open Learning-თან თანამშრომლობს.
კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება. მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება.
„მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill-ი ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. Skillwill-ი არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება – ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, რეგიონული გაფართოება მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და არის შესაძლებლობა განათლების სისტემის დეკონცენტრაციისთვის.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს სთავაზობს მოწინავე ცოდნას, ამდიდრებს ზოგადად სასწავლო პროცესს და ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.
Skillwill არის ქართული საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ფოკუსირებულია ციფრულ და პროფესიულ განათლებაზე. ის მსურველებს სთავაზობს მოკლევადიან ინტენსიურ კურსებს, არაბაკალავრის ხარისხის პროგრამებს და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიული განათლების პროგრამებს. Skillwill ასევე გახდა სახელმწიფოს მიერ პირველი აკრედიტებული ონლაინ საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში.