65 წლამდე ასაკის მამაკაცი ვერაზე მომხდარი ჩხუბის დროს დაიღუპა

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2026
გამოწერა
ვერაზე რამდენიმე მამაკაცს შორის დაწყებული ჩხუბი მისი ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალებით დასრულდა.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს 64 წლის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი“.
ადგილობრივების თქმით, მალხაზ თოფურია ვერაზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის წინ მდებარე საპარკინგე ადგილს ხშირად იყენებდა, მას შემდეგ კი რაც დღეს ტერიტორიაზე სხვა მანქანა დახვდა, მის მეპატრონეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყენებისკენ მოუწოდა.
თვითმხილველების თქმით, თხოვნას რესტრნიდან გამოსულების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს თოფურია დაეცა და სიციცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიიღო.
გარდაცვლილის ნაცნობები ამბობენ, რომ გარდაცვლილის ცოლ-შვილი ინგლისში ცხოვრობს. ირკვევა, რომ თოფურია ვერაზე მდებარე მაღაზიაში ("1000 წვრილმანი") მუშაობდა და ხშირად იმყოფებოდა ამ უბანში.
ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციაში არიან გადაყვანილები.
გამოძიება მიმდინარეობს 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0