https://sputnik-georgia.com/20261123/tbilissi-merab-dvalisvilis-mma-s-akademia-gaixsna-301873868.html
თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA-ს აკადემია გაიხსნა
თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA-ს აკადემია გაიხსნა
Sputnik საქართველო
აკადემიაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალები შეძლებენ მომზადებას. 23.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-23T20:17+0400
2026-11-23T20:17+0400
2026-11-23T20:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/05/295261210_0:251:1366:1019_1920x0_80_0_0_17cdf9870a9c99aed236007c2229c8e4.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ UFC-ს ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის სახელობის შერეული ორთაბრძოლების აკადემია (Merab MMA Academy) ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება „პირველი არხი“.დვალიშვილი პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საბრძოლო გალია, საჭიდაო სივრცეები, ტრენაჟორები, ასევე კრივისა და კიკბოქსინგის სავარჯიშო ზონები. სპორტსმენების მომზადებაში MMA-ს, ჯიუ-ჯიცუსა და სხვა საბრძოლო ხელოვნებების მწვრთნელები ჩაერთვებიან.ქართველი მებრძოლის მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი დონის სავარჯიშო ბაზა, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალები შეძლებენ მომზადებას. დვალიშვილი იმედოვნებს, რომ აკადემია მომავალში ჩემპიონების აღზრდას შეუწყობს ხელს.აკადემიის კარი პროფესიონალი მებრძოლებისთვის ღია იქნება, მიუხედავად იმისა, რომელ სავარჯიშო კლუბს წარმოადგენენ ისინი. გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიაში ვარჯიშის მსურველების რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო ვარჯიშს 10 წლიდან მოზარდებიც შეძლებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/05/295261210_0:123:1366:1148_1920x0_80_0_0_9d9672a7a638dcd2e043864669219cc5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, სპორტი
თბილისში მერაბ დვალიშვილის MMA-ს აკადემია გაიხსნა
აკადემიაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალები შეძლებენ მომზადებას.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ UFC-ს ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის სახელობის შერეული ორთაბრძოლების აკადემია (Merab MMA Academy) ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება „პირველი არხი“.
დვალიშვილი პროექტზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. მოეწყო თანამედროვე სტანდარტების საბრძოლო გალია, საჭიდაო სივრცეები, ტრენაჟორები, ასევე კრივისა და კიკბოქსინგის სავარჯიშო ზონები. სპორტსმენების მომზადებაში MMA-ს, ჯიუ-ჯიცუსა და სხვა საბრძოლო ხელოვნებების მწვრთნელები ჩაერთვებიან.
ქართველი მებრძოლის მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას მაღალი დონის სავარჯიშო ბაზა, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალები შეძლებენ მომზადებას. დვალიშვილი იმედოვნებს, რომ აკადემია მომავალში ჩემპიონების აღზრდას შეუწყობს ხელს.
აკადემიის კარი პროფესიონალი მებრძოლებისთვის ღია იქნება, მიუხედავად იმისა, რომელ სავარჯიშო კლუბს წარმოადგენენ ისინი.
გავრცელებული ინფორმაციით, აკადემიაში ვარჯიშის მსურველების რეგისტრაცია 30 ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო ვარჯიშს 10 წლიდან მოზარდებიც შეძლებენ.