შიო III: საქართველოში სუროგაციის აკრძალვა წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია

© Сourtesy of Georgian Governmentსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2026
გამოწერა
მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" 22 ნოემბერს სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით, -განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ქადაგებისას, რითაც მმართველი პარტიის მიერ საქართველოში სუროგაციის დაგეგმილ აკრძალვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მმართველმა პარტიამ "ქართული ოცნება" 22 ნოემბერს სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი კმაყოფილებით გამოვეხმაურო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება საქართველოში სუროგაციის აკრძალვას. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა“, - განაცხადა შიო III-მ.
პატრიარქის თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ეკლესიასთან ამ და სხვა აქტუალური საკითხების ურთიერთკონტაქტები და განხილვები.
"ძალიან მოხარული ვარ, თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით", – აღნიშნა პატრიარქმა.
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ-ვიტრო განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ არის შესაძლებელი. ამაში ანაზღაურების აღება აკრძალულია — გამონაკლისს მხოლოდ ორსულობისა და მშობიარობის ხარჯები წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0