საქართველოში რუსეთიდან ცოცხალი ღორის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

© photo: Sputnik / Илья Наймушин / გადასვლა მედიაბანკშიღორები
ღორები - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2026
გამოწერა
ექსპორტი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში იზრდება, ოქტომბერში ამ კატეგორიის იმპორტი წინა თვესთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ოქტომბერში რუსეთმა საქართველოს 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების ცოცხალი ღორი მიაწოდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემები.
ექსპორტი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში იზრდება, ოქტომბერში ამ კატეგორიის იმპორტი წინა თვესთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.
ამასთან, ღორის ხორცის იმპორტი გასული წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. თვიურ ჭრილში ის მესამედზე მეტით გაიზარდა - 1,3 მლნ დოლარამდე.
საანგარიშო თვეში რუსეთი ქვეყანაში ღორის ხორცის შემოტანის კუთხით სიდიდით მეორე მომწოდებელი იყო, (პირველ ადგილზე ბრაზილიაა), და ცოცხალი ღორის ერთადერთი იმპორტიორი.
ყველა ახალი ამბავი
0