https://sputnik-georgia.com/20261123/saqartvelosi-gazis-masstaburi-gatisva-uamindobis-gamo-droebit-gadaido-301870376.html
საქართველოში გაზის მასშტაბური გათიშვა უამინდობის გამო გადაიდო
საქართველოში გაზის მასშტაბური გათიშვა უამინდობის გამო გადაიდო
Sputnik საქართველო
სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები კომპანიას ამის შესაძლებლობას მისცემს. 23.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-23T16:20+0400
2026-11-23T16:20+0400
2026-11-23T16:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/27/248782763_0:83:1585:975_1920x0_80_0_0_b7f2b2a933fb8e7683f97f0cccc2ffe3.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ, ტემპერატურის კლების გამო მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები კომპანიას ამის შესაძლებლობას მისცემს.კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები“, – ნათქვამია განცხადებაში.სამუშაოები დასავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის უსაფრთხო და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით უნდა განხორციელდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24878/27/248782763_88:0:1497:1057_1920x0_80_0_0_80b25f27a0bd850561122551db26aa73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოში გაზის მასშტაბური გათიშვა უამინდობის გამო გადაიდო
სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები კომპანიას ამის შესაძლებლობას მისცემს.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ, ტემპერატურის კლების გამო მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.
სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები კომპანიას ამის შესაძლებლობას მისცემს.
კერძოდ, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.
ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამუშაოები დასავლეთ საქართველოში ბუნებრივი აირის უსაფრთხო და შეუფერხებელი ტრანსპორტირების მიზნით უნდა განხორციელდეს.