https://sputnik-georgia.com/20261123/rodis-gamoweren-klinikidan-foniwalasi-momxdari-afetqebisas-dasavebul-bavsvebs-301869772.html
როდის გამოწერენ კლინიკიდან ქვემო ფინიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ბავშვებს
როდის გამოწერენ კლინიკიდან ქვემო ფინიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ბავშვებს
Sputnik საქართველო
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია 4 მათგანს დაჭირდა, მათ შორისაა 3 წლის თაიაც, რომლიც მაშველებმა ნანგრევებიდან 8 საათის... 23.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-23T16:04+0400
2026-11-23T16:04+0400
2026-11-23T16:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252488517_0:127:3188:1920_1920x0_80_0_0_7ec06bb0967f30a8c026657075f7cd68.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის თაიას და აეთქების შედეგად დაშავებულ 11 წლის ბავშვს, რომლებიც კლინიკაში იმყოფებინ, დამატებით კვლეებს ჩაუტარებენ, განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ. 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა. მათგან ჰოსპიტალიზაცია 4 ადამიანს დასჭირდა. მათ შორისაა სამი წლის თაია ფხალაძეც, რომელიც მაშველებმა რვასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს. "ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია. დღეს, დაგეგმილია განმეორებითი კვლევები რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ. რაც შეეხება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილ 31 წლის მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება."პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ვახერხებთ. სასუნთქი გზების თერმული დაზიანება და ბაროტრავმა აქვს მიღებული, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა და პროგნოზი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252488517_229:0:2958:2047_1920x0_80_0_0_2c1008641dcae3b1184f8b26536b9ecb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
როდის გამოწერენ კლინიკიდან ქვემო ფინიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ბავშვებს
16:04 23.11.2026 (განახლებულია: 16:12 23.11.2026) ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია 4 მათგანს დაჭირდა, მათ შორისაა 3 წლის თაიაც, რომლიც მაშველებმა ნანგრევებიდან 8 საათის შემდეგ უვნებელი ამოიყვანეს.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილ 3 წლის თაიას და აეთქების შედეგად დაშავებულ 11 წლის ბავშვს, რომლებიც კლინიკაში იმყოფებინ, დამატებით კვლეებს ჩაუტარებენ, განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ.
19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა. მათგან ჰოსპიტალიზაცია 4 ადამიანს დასჭირდა. მათ შორისაა სამი წლის თაია ფხალაძეც, რომელიც მაშველებმა რვასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
"ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია. დღეს, დაგეგმილია განმეორებითი კვლევები რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
რაც შეეხება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილ 31 წლის მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
"პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ვახერხებთ. სასუნთქი გზების თერმული დაზიანება და ბაროტრავმა აქვს მიღებული, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია. მდგომარეობა და პროგნოზი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.