https://sputnik-georgia.com/20261123/qadagisvili-surogacia-safrtxes-uqmnis-qalta-da-bavsvta-uflebebs-301872207.html
ქადაგიშვილი: სუროგაცია საფრთხეს უქმნის ქალთა და ბავშვთა უფლებებს
ქადაგიშვილი: სუროგაცია საფრთხეს უქმნის ქალთა და ბავშვთა უფლებებს
Sputnik საქართველო
22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. 23.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-23T18:50+0400
2026-11-23T18:50+0400
2026-11-23T18:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სუროგაცია საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_0:0:2062:1160_1920x0_80_0_0_ccfb2bbb1217954c5808186686362039.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. სუროგაცია მსოფლიოში მიჩნეულია საქმიანობის ისეთ სფეროდ, რომელიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს არღვევს, განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, რისთვისაც შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება.„ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალთა და ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის გადადგმული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.როგორც თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია მიიჩნევს, სუროგაციის პრაქტიკა ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში ერთი ადამიანი ქირაობს მეორეს ქირაობს, არსებითად, მის სხეულს.2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_287:0:2062:1331_1920x0_80_0_0_3d581a1fd52cc32cb0868109c31e59e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სუროგაცია საქართველოში , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სუროგაცია საქართველოში , ქართული ოცნება
ქადაგიშვილი: სუროგაცია საფრთხეს უქმნის ქალთა და ბავშვთა უფლებებს
22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. სუროგაცია მსოფლიოში მიჩნეულია საქმიანობის ისეთ სფეროდ, რომელიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს არღვევს, განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 ნოემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.
„სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა და ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის სიკეთე, რომელზეც შეიძლება, ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც სუროგაციის, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, რისთვისაც შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება.
„ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალთა და ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის გადადგმული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია მიიჩნევს, სუროგაციის პრაქტიკა ეკლესიისთვის სრულიად მიუღებელია, რადგან ამ შემთხვევაში ერთი ადამიანი ქირაობს მეორეს ქირაობს, არსებითად, მის სხეულს.
„უმძიმეს მდგომარეობაში ვარდება ასევე ადამიანი, რომელიც თვითონ სუროგატი დედაა. ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, სუროგატ დედასთან მისაუბრია და საშინელ სტრესს განიცდიან. წარმოიდგინეთ, ადამიანი ცხრა თვე ბავშვს მუცლით ატარებს და ეუბნებიან, არანაირი ემოციური კონტაქტი ამ ბავშვთან არ უნდა ჰქონდეს, რამდენად დიდი სტრესია თუნდაც იმ ადამიანისთვის, ვინც სუროგატობას თანხმდება“, - განაცხადა კეკელიძემ.
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.