https://sputnik-georgia.com/20261123/mariam-qvrivisvili-mwvane-energetikuli-derefnis-rigit-me-13-ministerialsi-monawileobs-301869925.html
მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილოებს
მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილოებს
Sputnik საქართველო
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალი არის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც 23... 23.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-23T16:10+0400
2026-11-23T16:10+0400
2026-11-23T16:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/07/301035983_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_83e46c7f73e320f7955e175916f49f69.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო. "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალი არის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც 23 ნოემბერს, ბუქარესტში იმართება. "მინისტერიალზე "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას", - აღნიშლია ინფორმაციაში. მინისტერიალში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები. საქართველოს ვიცე-პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე. 2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა "მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" ოთხმხრივი შეთანხმება. დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს. სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად, ქვეყანა მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს: აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციას, რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოებას და ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის, ანაკლიის მშენებლობას.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ამოქმედება 2032 წელს არის დაგეგმილი. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას კაბელის გაყვანის შესახებ, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მნიშვნელოვან პოტენციალს განახლებადი ენერგიის სფეროში და მის როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობას.პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/07/301035983_231:0:2048:1363_1920x0_80_0_0_63e1fee7d9ae6ded40e3be1380bd7446.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა
მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მონაწილოებს
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალი არის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც 23 ნოემბერს, ბუქარესტში იმართება.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი მასპინძლობს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო.
"მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" რიგით მე-13 მინისტერიალი არის სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის მმართველი კომიტეტის მორიგი მაღალი დონის შეხვედრა, რომელიც 23 ნოემბერს, ბუქარესტში იმართება.
"მინისტერიალზე "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ყურადღება დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას", - აღნიშლია ინფორმაციაში.
მინისტერიალში, საქართველოს ვიცე-პრემიერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.
საქართველოს ვიცე-პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე.
2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა "მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" ოთხმხრივი შეთანხმება.
დოკუმენტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის გადაცემის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად, ქვეყანა მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს: აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციას, რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოებას და ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის, ანაკლიის მშენებლობას.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ამოქმედება 2032 წელს არის დაგეგმილი. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას კაბელის გაყვანის შესახებ, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მნიშვნელოვან პოტენციალს განახლებადი ენერგიის სფეროში და მის როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობას.
პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.