ფონიჭალის ტრაგედია: გადახედავს თუ არა საქართველო გაზის უსაფრთხოების რეგულაციებს? - ვიდეო

გამოწერა
ფონიჭალაში მომხდარი საზარელი ტრაგედია, სადაც გაზის აფეთქების შედეგადექვსი ადამიანი დაიღუპა, გახდა კიდევ ერთი სამწუხარო შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
გლოვის დღეს დაღუპულებზე, რომელთა შორის ორი ბავშვია, მთელი საქართველო განიცდიდა. ტრაგედიის ადგილას მიტანილი ყვავილები, დაშვებული დროშები და მთავარი კითხვა: როგორ ავიცილოთ მომავალში მსგავსი კატასტროფები?

გაზგამანაწილებელი კომპანიები გეგმურ შემოწმებებს ატარებენ, მაგრამ საცხოვრებელ ბინებში შესვლა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. „თბილისი ენერჯის“ ცნობით, სწორედ ეს მოხდა ფონიჭალაში.

ენერგოომბუდსმენმა უკვე დაიწყო აფეთქების გარემოებების გამოძიება
საქმეს ძალოვანებიც იძიებენ. ჯერჯერობით უცნობია, ტრაგედიის შემდეგ გამკაცრდება თუ არა კონტროლი გაზის დანადგარებზე.
ყველა ახალი ამბავი
0