https://sputnik-georgia.com/20261123/dges-giorgobas-agnishnaven-301859865.html
დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ
დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ
Sputnik საქართველო
გიორგობა სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღეა. საქართველოში ამ დღესასწაულს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ – 6 მაისს და 23 ნოემბერს. 23.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-23T09:36+0400
2026-11-23T09:36+0400
2026-11-23T09:36+0400
საქართველო
რელიგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284439339_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2fd7847b798728b49811e3e419fa87a2.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობაა. საქართველოში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს.საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.წმინდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.დიდმოწამე წმინდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.წმინდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმინდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმინდა ნინომ ქვეყანას წმინდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმინდა გიორგის სახელზე.საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.წმინდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284439339_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_51766a6d297289d733d7aeaf5efc7c92.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რელიგია, ახალი ამბები
საქართველო, რელიგია, ახალი ამბები
დღეს საქართველოში გიორგობას ზეიმობენ
გიორგობა სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღეა. საქართველოში ამ დღესასწაულს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ – 6 მაისს და 23 ნოემბერს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. დღეს წმინდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობაა. საქართველოში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს.
საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი — თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
წმინდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.
დიდმოწამე წმინდა გიორგი — მხედარი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური მრწამსის შემადგენელი ნაწილი გახდა და ის ქვეყნის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული.
წმინდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.
გადმოცემით, დღესასწაული ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ დააარსა. როგორც ცნობილია, წმინდა გიორგი მას ნათესავად ერგებოდა და განსაკუთრებულ პატივს სცემდა. საქართველოს განმაქრისტიანებლმა წმინდა ნინომ ქვეყანას წმინდა გიორგის სიყვარული ანდერძად დაუტოვა. შუა საუკუნეებში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში 365 სალოცავი აიგო წმინდა გიორგის სახელზე.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმინდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმინდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმინდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
წმინდა გიორგის თაყვანისცემა, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების პერიოდშივე დაიწყო, დღესაც გრძელდება.
წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას.