აფეთქება ქვემო ფონიჭალაში: დაშავებულმა 11 წლის ბიჭმა კლინიკა დატოვა

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2026
გამოწერა
ჯერ-ჯერობით კლინიკაში რჩება კიდევ ერთი არასრულწლოვანი, სამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა აფეთქებული კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან ბინაზე გაეწერა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა. მათგან ჰოსპიტალიზაცია 4 ადამიანს დასჭირდა. მათ შორისაა სამი წლის თაია ფხალაძეც, რომელიც მაშველებმა რვასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
11 წლის ბიჭის ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება ინგოროყვას საუვერსიტეტო კლინიკის ექიმებმა განმეორებითი კვლევების შემდეგ მიიღეს. კლინიკაში ჯერ-ჯერობით მკურნალობას აგრძელებს სამი წლის თაია. დილით გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებს დამატებითი კვლევები მისთვისაც უნდა ჩაეტარებინათ.
გარდა ამისა, ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში რჩება 31 წლის მამაკაციც, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. ბოლო ცნობებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0