https://sputnik-georgia.com/20261122/saqartveloshi-glovis-dgea-301859775.html
6 დაღუპული და 5 დაშავებული: საქართველოში გლოვის დღეა
6 დაღუპული და 5 დაშავებული: საქართველოში გლოვის დღეა
Sputnik საქართველო
ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T09:52+0400
2026-11-22T09:52+0400
2026-11-22T09:52+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301831235_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_91840e7a0397a1cff5e89bde9afa40b5.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია.19 ნოემბრის დილით ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა - 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა. ტრაგედიას მხოლოდ 3 წლის თაია გადაურჩა - იგი მაშველებმა ნანგრევებიდან მომხდარიდან 8 საათის შემდეგ ამოიყვანეს.ცნობილია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, ბინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი შეუძენს, კორპუსის დანარჩენ მობინადრეებს კი მერია ქირის თანხით უზრუნველყოფს - ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახები მერიის მიერ სასტუმროებში არიან განთავსებული.როგორც მერიაში განაცხადეს, ექვსსადარბაზოიანი შენობის დემონტაჟი განხორციელდება.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301831235_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_b8ad20303b079ba27d482f1f36b07ded.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
6 დაღუპული და 5 დაშავებული: საქართველოში გლოვის დღეა
ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია.
19 ნოემბრის დილით ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა - 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა. ტრაგედიას მხოლოდ 3 წლის თაია გადაურჩა - იგი მაშველებმა ნანგრევებიდან მომხდარიდან 8 საათის შემდეგ ამოიყვანეს.
ცნობილია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, ბინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი შეუძენს, კორპუსის დანარჩენ მობინადრეებს კი მერია ქირის თანხით უზრუნველყოფს - ამ დროისთვის დაზარალებული ოჯახები მერიის მიერ სასტუმროებში არიან განთავსებული.
როგორც მერიაში განაცხადეს, ექვსსადარბაზოიანი შენობის დემონტაჟი განხორციელდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.