იმერეთიდან ზემო რაჭისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ26-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვის მიზეზი ინტენსიური თოვა და დაბალი ტემპერატურაა.
უწყების ცნობით, გზის ააღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0