https://sputnik-georgia.com/20261122/rustavelze-transportis-mozraoba-sheizguda-301860919.html
ჭოველიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდა
ჭოველიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდა
Sputnik საქართველო
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T10:52+0400
2026-11-22T10:52+0400
2026-11-22T10:52+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913851_261:591:2851:2048_1920x0_80_0_0_eb57bbe0dff264f3764a39de175fbedf.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია.კერძოდ, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდებიან ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს.თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913851_0:437:2148:2048_1920x0_80_0_0_1e5defd1c2d4ac2aee55a04d752c09ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ჭოველიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდა
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია.
კერძოდ, 22 ნოემბრის 08:00 საათიდან 23 ნოემბრის 08:00 საათამდე პერიოდში ავტომობილები ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.
ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, ავტობუსები N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები N472, N532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
მიკროავტობუსები N408 და N420 ჭოველიძის ქუჩას დაუკავშირდებიან ბარნოვის, შანიძის ქუჩებისა და მელიქიშვილის გამზირის გავლით, ხოლო N457 მიკროავტობუსი სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებს შემდეგნაირად: ბარნოვისა და შანიძის ქუჩების, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნისკენ, რის შემდეგაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდება და გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.