მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

© photo: Sputnik / Константин Михальчевскийსამხედრო
სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
რუსი სამხედროები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების ზონაში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ სოსნოვი ბორზე, იუწყება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
აღნიშნული დასახლებული პუნქტი რუსეთის ჯარების დაჯგუფება Север-ის პასუხისმგებლობის ზონაში იმყოფება. რუსეთის არმიის მებრძოლებმა აქტიური შეტევითი მოქმედებების შედეგად მოწინააღმდეგე იქიდან განდევნეს და სოფელი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს.
„დაჯგუფება Север-ის ქვედანაყოფებმა აქტიური მოქმედებების შედეგად კონტროლი დაამყარეს ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ სოსნოვი ბორზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ ზონაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში 120-ზე მეტი მებრძოლი, სამი ავტომობილი და რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური დაკარგეს, დააზუსტეს უწყებაში.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციისა და დრონების გამოყენებით გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების სანაპირო სარაკეტო სისტემის „ნეპტუნის“ გამშვები დანადგარი.
სამინისტროს ცნობით, მიზანმიმართული დარტყმები ასევე განხორციელდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რომლებსაც მტერი საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა. უწყების ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე დრონების წარმოებისა და შენახვის ადგილები, გამშვები პუნქტები და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების დროებითი განლაგების ადგილები 144 რაიონში იყო.
ყველა ახალი ამბავი
0