https://sputnik-georgia.com/20261122/rusetma-ukrainis-obieqtebze-ierishi-miitanes-301862974.html
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ობიექტებზე იერიში „გერანების“ გამოყენებით მიიტანეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ობიექტებზე იერიში „გერანების“ გამოყენებით მიიტანეს
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის ობიექტებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და გემებზე იერიში გასული ღამის განმავლობაში განხორციელდა. 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T15:39+0400
2026-11-22T15:39+0400
2026-11-22T15:39+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიო დღეს
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/11/301778441_0:232:3072:1959_1920x0_80_0_0_92b2de10580990226b9305f2c8dfd28a.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ობიექტებზე, ორ ქვესადგურზე, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში იყო ჩართული, იუწყება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.ენერგეტიკის ობიექტებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და გემებზე იერიში გასული ღამის განმავლობაში განხორციელდა.კერძოდ, უკრაინის ზურგის რაიონებში „გერანების“ დარტყმითი სისტემის ოპერატორებმა გაანადგურეს ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები, 330 და 110 კვ-იანი ქვესადგურების საწარმოო ობიექტები, მონაცემთა დამუშავების ცენტრ МКМ Телеком-ის სასერვერო ოთახები, ასევე რკინიგზის მონაკვეთზე მდებარელოკომოტივი. გარდა ამისა, დაზიანდა მონაცემთა დამუშავების ცენტრის სასერვერო ოთახები.ოდესის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის ქვეშ მოექცა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდებაში იყო ჩართული.„კილიას პორტში (ოდესის ოლქი) განადგურდა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ქონებისა და ტვირთების მიწოდებისთვის გამოიყენებოდა“, – იუწყება თავდაცვის სამინისტრო.სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ დაარტყეს მშრალტვირთმზიდ გემს, რომელსაც შავ ზღვაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია გადაჰქონდა.გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ ღამეს რუსულმა არმიამ ზაპოროჟიეში ელექტროსადგურ „პრავობერეჟნაიაზე“ მიიტანა იერიში.„დარტყმების შედეგად განადგურდა: 330 კვ-იანი ელექტროსადგური „პრავობერეჟნაია“ ქ. ზაპოროჟიეში, რომელიც უკრაინის სამხედრო მრეწველობის საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფდა“, – ნათქვამია განცხადებაში.თავდაცვის სამინისტროში არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ ობიექტებზე იერიშებს რუსეთის რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/11/301778441_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c70439c169c1bceaf90c5c5a32f37e06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ობიექტებზე იერიში „გერანების“ გამოყენებით მიიტანეს
ენერგეტიკის ობიექტებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და გემებზე იერიში გასული ღამის განმავლობაში განხორციელდა.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ობიექტებზე, ორ ქვესადგურზე, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში იყო ჩართული, იუწყება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ენერგეტიკის ობიექტებზე, საპორტო ინფრასტრუქტურასა და გემებზე იერიში გასული ღამის განმავლობაში განხორციელდა.
კერძოდ, უკრაინის ზურგის რაიონებში „გერანების“ დარტყმითი სისტემის ოპერატორებმა გაანადგურეს ერთ-ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები, 330 და 110 კვ-იანი ქვესადგურების საწარმოო ობიექტები, მონაცემთა დამუშავების ცენტრ МКМ Телеком-ის სასერვერო ოთახები, ასევე რკინიგზის მონაკვეთზე მდებარელოკომოტივი.
გარდა ამისა, დაზიანდა მონაცემთა დამუშავების ცენტრის სასერვერო ოთახები.
ოდესის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის ქვეშ მოექცა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ტვირთების მიწოდებაში იყო ჩართული.
„კილიას პორტში (ოდესის ოლქი) განადგურდა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო ქონებისა და ტვირთების მიწოდებისთვის გამოიყენებოდა“, – იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ დაარტყეს მშრალტვირთმზიდ გემს, რომელსაც შავ ზღვაში ორმაგი დანიშნულების პროდუქცია გადაჰქონდა.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ ღამეს რუსულმა არმიამ ზაპოროჟიეში ელექტროსადგურ „პრავობერეჟნაიაზე“ მიიტანა იერიში.
„დარტყმების შედეგად განადგურდა: 330 კვ-იანი ელექტროსადგური „პრავობერეჟნაია“ ქ. ზაპოროჟიეში, რომელიც უკრაინის სამხედრო მრეწველობის საწარმოების ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროში არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის არმია უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ ობიექტებზე იერიშებს რუსეთის რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.