რაგბი: საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე გამოსვლა ამერიკასთან მოგებით დაასრულა

© Сourtesy of Georgian RugbyСборная Грузии по регби стала победителем турнира Кубка наций World Rugby
Сборная Грузии по регби стала победителем турнира  Кубка наций World Rugby - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
„ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი, ერთა თასი, წაგების გარეშე დაასრულეს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის (World Rugby) მატჩში აშშ-ის ნაკრები ანგარიშით 38:10 დაამარცხა.
შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელსაც „ბორჯღალოსნები“ – ევროპა-აზია-აფრიკის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონების რანგში შეხვდნენ.
მატჩში ანგარიში ამერიკელებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს, აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული იყო – არბირტმა თორნიკე კახოიძე გაასინბინა და მეტოქემ ამ უპირატესობით ისარგებლა.
„ბორჯღალოსნები“ 28-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა დააწინაურა, მის მიერ დადებული ლელო მატკავამ ზუსტად გარდასახა – 7:3.
პირველი ნახევრისთვის განკუთვნილ დროში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა, თავი გიორგი შველიძემ გამოიჩინა, გარდასახვისას მატკავა კვლავ ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 14:3 მოიგო.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც ლელოებშიც აისახა. საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი, ერთა თასი, წაგების გარეშე დაასრულეს.
ყველა ახალი ამბავი
0