პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
შეწყალება შეეხო 16 არასაპატიმრო და 216 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეწყალება შეეხო 16 არასაპატიმრო და 216 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
ყველა ახალი ამბავი
0