მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კისელიოვი: ევროპას პოლიტიკური ელიტების სწრაფი ცვლილება ელის

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийევროკომისიის შენობა
ევროკომისიის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას" გენდირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პოლიტიკური ელიტები, რომელთა ცვლილებაც, შესაძლოა, „არცთუ შორეულ პერსპექტივაში“ მოხდეს, შეთანხმებების მიღწევას შესაძლებელს გახდის.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. დასავლეთის რიგ ქვეყნებში პოლიტიკური ელიტების ცვლილება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება რუსეთსა და ევროპას შორის შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა უახლოეს მომავალში მოხდეს, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
„... ევროპაში პოლიტიკური ელიტები შეიძლება საკმაოდ მალე შეიცვალონ. (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ფრიდრიხ - Sputnik.) მერცი ბეწვზე ჰკიდია“, – განაცხადა კისელიოვმა გამოცემა „Украина.ру“-სთან.
ასეთი კომენტარი გააკეთა კისელიოვმა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე, დასავლეთის პოლიტიკური ელიტების შეცვლის გარეშე მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შეუძლებლობის შესახებ.
გენდირექტორმა საზოგადოებას შეახსენა, რომ, მაგალითად, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები აპრილშია დაგეგმილი.
„და ნებისმიერი პრეზიდენტის, იქნება ეს მემარჯვენე თუ მემარცხენე, იქნება ეს მარინ ლე პენი თუ მელანშონი — მათ გეგმებში, ფაქტობრივად, უკრაინისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმა შედის“, – ხაზგასმით აღნიშნა კისელიოვმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალი პოლიტიკური ელიტები, რომელთა ცვლილებაც, შესაძლოა, „არცთუ შორეულ პერსპექტივაში“ მოხდეს, შეთანხმებების მიღწევას შესაძლებელს გახდის.
ყველა ახალი ამბავი
0