https://sputnik-georgia.com/20261122/krwanisis-raionis-gamgebeli-dazaralebulebs-chanacvlebis-programas-vtavazobt-301863661.html
კრწანისის რაიონის გამგებელი: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
კრწანისის რაიონის გამგებელი: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
Sputnik საქართველო
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული ექვსსადარბაზოიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟსა და ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ხოლო დანარჩენი... 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T14:14+0400
2026-11-22T14:14+0400
2026-11-22T14:14+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301825528_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_921f87762b3c44ea7c30f95e9d34a1dc.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩასანაცვლებლად მობინადრეების თანხმობაა საჭირო, განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებლმა ლაშა ცაგურიამ. 19 ნოემბრის დილით ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა - 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული ექვსსადარბაზოიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟსა და ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ხოლო დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მდგრადობის კუთხით პრობლემური აღმოჩნდა კორპუსის ორი სადარბაზო — უშუალოდ ის, სადაც აფეთქება მოხდა, და მის გვერდით მდებარე სადარბაზო. შესაბამისად, მოხდება კორპუსის ავარიული ნაწილის დემონტაჟი, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი ადგილზე ახალ პროექტს განახორციელებს.კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ კორპუსის ადგილზე ჩანაცვლების პროგრამა განახორციელოს, თუმცა ამისთვის მობინადრეების 100%-იანი თანხმობაა საჭირო.გამგებლის თქმით, კორპუსის იმ ნაწილში, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით საცხოვრებლად უსაფრთხოდ შეფასდა, მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ. ადგილზე სრულად არის აღდგენილი კომუნალური სერვისები — მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი.ცნობილია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, ბინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი შეუძენს, კორპუსის დანარჩენ მობინადრეებს კი, რომლებიც მერიამ სასტუმროებში განათავსა, ქირის თანხით უზრუნველყოფს.ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს. თბილისის მერიის ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება ფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0b/14/301825528_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_7c6cf8a2c8b9ef60909a010e78aa342f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
კრწანისის რაიონის გამგებელი: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული ექვსსადარბაზოიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟსა და ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ხოლო დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ახლით ჩასანაცვლებლად მობინადრეების თანხმობაა საჭირო, განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებლმა ლაშა ცაგურიამ.
19 ნოემბრის დილით ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ერთ-ერთი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის იმ ბინის მეპატრონე, სადაც აფეთქება მოხდა - 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული ექვსსადარბაზოიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟსა და ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს, ხოლო დანარჩენი სადარბაზოების მცხოვრებლებს ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მდგრადობის კუთხით პრობლემური აღმოჩნდა კორპუსის ორი სადარბაზო — უშუალოდ ის, სადაც აფეთქება მოხდა, და მის გვერდით მდებარე სადარბაზო. შესაბამისად, მოხდება კორპუსის ავარიული ნაწილის დემონტაჟი, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი ადგილზე ახალ პროექტს განახორციელებს.
კრწანისის რაიონის გამგებლის, ლაშა ცაგურიას განცხადებით, მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია, ქვემო ფონიჭალაში აფეთქებით დაზარალებულ კორპუსის ადგილზე ჩანაცვლების პროგრამა განახორციელოს, თუმცა ამისთვის მობინადრეების 100%-იანი თანხმობაა საჭირო.
„არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, რა თქმა უნდა, ამ ჩანაცვლების პროგრამაში თვითონ 100%-იანი მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ ყველანაირად", - განაცხადა ცაგურიამ.
გამგებლის თქმით, კორპუსის იმ ნაწილში, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით საცხოვრებლად უსაფრთხოდ შეფასდა, მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ. ადგილზე სრულად არის აღდგენილი კომუნალური სერვისები — მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი.
ცნობილია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, ბინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის ოჯახი შეუძენს, კორპუსის დანარჩენ მობინადრეებს კი, რომლებიც მერიამ სასტუმროებში განათავსა, ქირის თანხით უზრუნველყოფს.
ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
თბილისის მერიის ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი სრულად გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან უძრავ ქონებას. გამოსასყიდი ქონება ფასდება საბაზრო ღირებულებით, რაც უზრუნველყოფს სამართლიან გამოსყიდვას და მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესების დაცვას.