https://sputnik-georgia.com/20261122/importirebuli-sasmeli-sertipicirebas-daeqvemdebareba-301866672.html
იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელი სერტიფიცირებას დაექვემდებარება - პროექტი
იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელი სერტიფიცირებას დაექვემდებარება - პროექტი
Sputnik საქართველო
ცვლილებების თანახმად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭება ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის უფლებამოსილება, რაც, ხარისხის კონტროლთან ერთად, მოიცავს... 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T20:57+0400
2026-11-22T20:57+0400
2026-11-22T20:57+0400
საქართველო
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
ღვინის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23516/64/235166488_0:30:1164:685_1920x0_80_0_0_1453e54f9a0247ee7b9c05a50ad302ea.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელები და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი სერტიფიცირებას დაექვემდებარება, ამასთან, იკრძალება კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევა.ამ და მთელ რიგ სხვა სიახლეებს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პროექტები ითვალისწინებს - ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.ცვლილებების თანახმად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭება ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის უფლებამოსილება, რაც, ხარისხის კონტროლთან ერთად, მოიცავს ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასაც.ასევე, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის იმპორტი დამატებითი რეგულირების ქვეშ მოექცევა.როგორც მთავრობა განმარტავს, დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტულია ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ზრდა.„დღეისათვის, იმპორტირებული ყურძნის ტკბილის საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიყენება ქართულ მეღვინეობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე კი მზარდია პროდუქტის იმპორტი, რაც ხელს უშლის ქართული წარმოების განვითარებას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.კანონპროექტის ავტორთა აზრით, საქართველოში იმპორტირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის როგორც ხარისხობრივი შემადგენლობის, ისე რაოდენობის კონტროლი და აღრიცხვა შესაძლებელს გახდის, ზუსტად დარეგისტრირდეს ამ ნედლეულის გამოყენებით წარმოებული პროდუქციის ოდენობა და განხორციელდეს ხარისხის კონტროლი.პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2027 წლის 1-ელ მარტამდე „ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“ უნდა დაამტკიცოს.კანონპროექტი ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23516/64/235166488_173:0:1086:685_1920x0_80_0_0_9fb9e873c2130eeb99a9d50160d41962.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველო, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, ღვინის ეროვნული სააგენტო
იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელი სერტიფიცირებას დაექვემდებარება - პროექტი
ცვლილებების თანახმად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭება ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის უფლებამოსილება, რაც, ხარისხის კონტროლთან ერთად, მოიცავს ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასაც.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელები და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი სერტიფიცირებას დაექვემდებარება, ამასთან, იკრძალება კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევა.
ამ და მთელ რიგ სხვა სიახლეებს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პროექტები ითვალისწინებს - ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.
ცვლილებების თანახმად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიენიჭება ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის კონტროლის უფლებამოსილება, რაც, ხარისხის კონტროლთან ერთად, მოიცავს ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასაც.
ასევე, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის იმპორტი დამატებითი რეგულირების ქვეშ მოექცევა.
კერძოდ, სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება იმპორტისთვის განკუთვნილი კონცენტრირებული ტკბილის თითოეული პარტია, ხოლო სერტიფიცირებისგან გამონაკლისი გავრცელდება იმ პარტიაზე, რომლის შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ან აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტით და რომლის აღიარებაც განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორც მთავრობა განმარტავს, დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტულია ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ზრდა.
„დღეისათვის, იმპორტირებული ყურძნის ტკბილის საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიყენება ქართულ მეღვინეობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე კი მზარდია პროდუქტის იმპორტი, რაც ხელს უშლის ქართული წარმოების განვითარებას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორთა აზრით, საქართველოში იმპორტირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის როგორც ხარისხობრივი შემადგენლობის, ისე რაოდენობის კონტროლი და აღრიცხვა შესაძლებელს გახდის, ზუსტად დარეგისტრირდეს ამ ნედლეულის გამოყენებით წარმოებული პროდუქციის ოდენობა და განხორციელდეს ხარისხის კონტროლი.
პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2027 წლის 1-ელ მარტამდე „ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“ უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტი ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.