https://sputnik-georgia.com/20261122/dekanozi-surogaciis-akrzalvis-iniciativaze-301866015.html
სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის: დეკანოზი სუროგაციის აკრძალვაზე
სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის: დეკანოზი სუროგაციის აკრძალვაზე
Sputnik საქართველო
დეკანოზი საბა ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისასალმებელია მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T19:39+0400
2026-11-22T19:39+0400
2026-11-22T19:39+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24505/05/245050561_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_cda48c04f330a13f470eae472f2333fc.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის - რაც არაბუნებითია, არ არის მისაღები ეკლესიისთვის, ასე გამოეხმაურა დეკანოზი საბა ჭიკაიძე სუროგაციის აკრძალვის შესახებ ინიციატივაs.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის მოთხოვნით შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.დეკანოზის თქმით, ეკლესია დიდი ხანია საუბრობს აღნიშნულ საკითხზე და მისასალმებელია საქართველო შეუერთდეს იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია. როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამ ბავშვებს იყენებენ ორგანოებით ვაჭრობისთვის და ა.შ.„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ბედნიერი თუ საქართველოც მიემატება მათ რიცხვს, სადაც აკრძალული იქნება სუროგაციით ბავშვების გაჩენა", - განაცხადა საბა ჭიკაიძემ.როგორც დღეს კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი იმ მიმართულებით, რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.სუროგაციის შეზღუდვის ინიციატივა ჯერ კიდევ 2023 წელს გაჟღერდა, როდესაც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც 2024 წლიდან კომერციული სუროგაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ სერვისით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებდა, თუმცა მაშინ რეფორმა ბოლომდე არ განხორციელებულა და განხილვის ვადები რამდენჯერმე გახანგრძლივდა.2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19-მდე დაწესებულება ახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24505/05/245050561_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_1ac2723749a5f26546312c2f19d10a9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის: დეკანოზი სუროგაციის აკრძალვაზე
დეკანოზი საბა ჭიკაიძე აცხადებს, რომ მისასალმებელია მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. სუროგაცია ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა არ არის - რაც არაბუნებითია, არ არის მისაღები ეკლესიისთვის, ასე გამოეხმაურა დეკანოზი საბა ჭიკაიძე სუროგაციის აკრძალვის შესახებ ინიციატივაs.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის მოთხოვნით შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოსთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.
დეკანოზის თქმით, ეკლესია დიდი ხანია საუბრობს აღნიშნულ საკითხზე და მისასალმებელია საქართველო შეუერთდეს იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია.
„ზოგადად, ის რაც არაბუნებითია, არ არის მისაღები ეკლესიისთვის - სუროგაცია არ არის ბუნებითი შვილიერების ყოლის ფორმა. სამწუხაროდ, ასეთი სუროგაციის შემთხვევები ხშირად ხდება ხოლმე მერე რაღაცა ვაჭრობის ობიექტი. არავინ იცავს ამ ბავშვების უფლებებს, არავინ ეკითხება მათ, უნდათ თუ არა ასეთი ფორმით იყვნენ მოვლენილი ამ ქვეყანაზე და მით უმეტეს, რომ ერთსქესიანთა ოჯახებმა გაზარდონ", - განაცადა დეკანოზმა.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამ ბავშვებს იყენებენ ორგანოებით ვაჭრობისთვის და ა.შ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ბედნიერი თუ საქართველოც მიემატება მათ რიცხვს, სადაც აკრძალული იქნება სუროგაციით ბავშვების გაჩენა", - განაცხადა საბა ჭიკაიძემ.
როგორც დღეს კირცხალიამ აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი იმ მიმართულებით, რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.
სუროგაციის შეზღუდვის ინიციატივა ჯერ კიდევ 2023 წელს გაჟღერდა, როდესაც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც 2024 წლიდან კომერციული სუროგაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ სერვისით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებდა, თუმცა მაშინ რეფორმა ბოლომდე არ განხორციელებულა და განხილვის ვადები რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19-მდე დაწესებულება ახორციელებს.