https://sputnik-georgia.com/20261122/apeqteba-tbilisshi-dashavebulta-mdgomareoba-stabiluria-301864995.html
აფეთქება თბილისში: დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია
აფეთქება თბილისში: დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია
Sputnik საქართველო
31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა, კვლავ მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 22.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-22T16:13+0400
2026-11-22T16:13+0400
2026-11-22T16:13+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_0:64:1600:964_1920x0_80_0_0_aeb4a89f80c7c359522c6458fccb08d2.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები კვლავ კლინიკებში რჩებიან, სამი წლის თაია ფხალაძის მდგომარეობა კი, რომელიც მაშველებმა რვასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს, სტაბილურია.წინასწარი მონაცემებით, 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა.31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა, კვლავ მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.როგორც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24817/57/248175736_116:0:1485:1027_1920x0_80_0_0_d7535f531945bf9260bb82630f59c341.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
აფეთქება თბილისში: დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია
31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა, კვლავ მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები კვლავ კლინიკებში რჩებიან, სამი წლის თაია ფხალაძის მდგომარეობა კი, რომელიც მაშველებმა რვასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს, სტაბილურია.
წინასწარი მონაცემებით, 19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა.
31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა, კვლავ მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.
„მდგომარეობა არის სტაბილური - კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობისა და რეანიმაციის განყოფილებაში, თუმცა აღინიშნება მთლიანი სხეულის დამწვრობა, თითქმის 87% არის დამწვარი, ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება, თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", - განაცხადა ქაშიბაძემ.
ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.