აფეთქება ქუთაისში: მერიამ დაზარალებულები სასტუმროში დააბინავა

© photo: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
აფეთქება გუშინ ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი 15-მა გამოთქვა, ნათქვამია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა
აფეთქება ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში 21 ნოემბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა. აფეთქების შედეგად დაშავდა შუახნის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„დაზარალებული ოჯახებიდან 15-მა გამოთქვა დროებით საცხოვრებელში გადასვლის სურვილი. 15-ვე ოჯახი, სულ 56 ადამიანი, გუშინვე, მერიის შესაბამისი სამსახურების ორგანიზებით, განათავსეს სასტუმროში. აღნიშნული ოჯახები სასტუმროში ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე დარჩებიან“, -აღნიშნავენ უწყებაში.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბინაში იმ დროს მოხდა, როდესაც მარტოხელა ქალი გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა.
კომპანია „საქორგგაში“ განაცხადეს, რომ ოქტომბერში ჩატარებული გეგმური შემოწმებისას აღნიშნულ ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს.
ყველა ახალი ამბავი
0