https://sputnik-georgia.com/20261121/umuhevroba-da-dasaqmeba-saqartveloshi-axali-monacemebi-301851993.html
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2026 წლის მესამე კვარტალში 54,5% შეადგინა 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T12:47+0400
2026-11-21T12:47+0400
2026-11-21T12:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269545_0:0:3556:2001_1920x0_80_0_0_e44e70e5f4aa6e9140b539e6888a0670.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 12,6% შეადგინა, რაც მეორე კვარტალთან შეადრებით 1,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე იყო 3,84%, პირველ კვარტალში - 14,4%. 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.უმუშევრობა ციფრებში2026 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 12,6% შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.2026 წლის მესამე კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობა 1,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლად 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 13,8 და 10,7% შეადგინა.საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. 2026 წლის ივლის-სექტემბერში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებს შორის 0.6 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებს შორის კი 0,8-ით შემცირდა და შესაბამისად 10,8% და 14% შეადგინა.მოსახლეობის აქტივობა„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2026 წლის მესამე კვარტალში 54,5% შეადგინა - 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით ნაკლები.ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.„ქალაქებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 0,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 0,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47,6% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი 0,2%-ით შემცირდა და დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69,8% შეადგინა.სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2026 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44,1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 66,5%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი 0,3%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/09/264269545_825:0:3556:2048_1920x0_80_0_0_73e9ca1a2f7b845895af2df2ee411dcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში - ახალი მონაცემები
შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2026 წლის მესამე კვარტალში 54,5% შეადგინა
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში 2026 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 12,6% შეადგინა, რაც მეორე კვარტალთან შეადრებით 1,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე იყო 3,84%, პირველ კვარტალში - 14,4%. 2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
2026 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 12,6% შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2026 წლის მესამე კვარტალში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქალაქის ტიპის დასახლებებში უმუშევრობა 1,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლად 0,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 13,8 და 10,7% შეადგინა.
საქართველოში უმუშევრობის დონე გამოითვლება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობის თანაფარდობის საფუძველზე.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. 2026 წლის ივლის-სექტემბერში 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებს შორის 0.6 პროცენტული პუნქტით, მამაკაცებს შორის კი 0,8-ით შემცირდა და შესაბამისად 10,8% და 14% შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, საქართველოში შრომისუნარიანმა, ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 2026 წლის მესამე კვარტალში 54,5% შეადგინა - 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,1 პროცენტული პუნქტით ნაკლები.
ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამუშაოს. პირი უმუშევრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ შეუსრულებია სამუშაო ანაზღაურების მიღების მიზნით, ბოლო ოთხი კვირა ეძებდა სამუშაოს და მზადაა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს მუშაობა.
„ქალაქებში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,4%-ით გაიზარდა, სოფლის დასახლებებში კი 0,6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მთელ ქვეყანაში დასაქმების დონე 0,3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47,6% შეადგინა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი 0,2%-ით შემცირდა და დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 69,8% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია მამაკაცებში. 2026 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44,1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 66,5%-ს შეადგენდა. ამასთან, ქალების აქტივობის დონე 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მამაკაცებში კი 0,3%-ით შემცირდა.