https://sputnik-georgia.com/20261121/sveicaria-mzadaa-umaspinzlos-ruset-evropis-molaparakebebs-301858170.html
შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებს
შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებს
Sputnik საქართველო
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა იცოდეს, თუ რა შეთავაზებებით აპირებს ევროპა მისვლას მოლაპარაკებებზე 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T17:50+0400
2026-11-21T17:50+0400
2026-11-21T17:50+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
შვეიცარია
რუსეთი
ევროპა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285876716_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_068c20cf39c7819a722ea625269cd462.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შვეიცარია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთსა და ევროპას შორის დიპლომატიური პროცესის ორგანიზებაში დახმარება გაუწიოს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.შვეიცარელი დიპლომატების თქმით, შვეიცარიას შეუძლია „ხელშესახები წვლილი შეიტანოს“ მოლაპარაკებების პროცესში.ხუთშაბათს, შენჭენში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვმა უნდა გაიგოს, თუ რა შეთავაზებების შეტანას აპირებს ევროპა მოლაპარაკებებში. მან თქვა, რომ რუსეთმა ევროპელები დიპლომატიური არხებით მიიწვია მოსკოვში, რათა მოესმინა მათი პოზიცია კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის განსაზღვრული. მან ასევე უარი თქვა იმის გამხელაზე, თუ რომელმა ევროპელმა წარმომადგენლებმა მიიღეს მიწვევა.გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა მზადყოფნა დისკუსიისთვის და შესთავაზა მოლაპარაკებების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება.ადრე რუსი დიპლომატები საუბრობდნენ შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური სასაუბრო პლატფორმის მიმართ ნდობის დაკარგვაზე ქვეყნის ნატოსთან დაახლოებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ შვეიცარია არ განიხილება უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ადგილად, რადგან მან ნეიტრალიტეტი დაკარგა.
შვეიცარია
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/19/285876716_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_72731ec070221d6aa8e29a012e4b579f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, შვეიცარია, რუსეთი, ევროპა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები, შვეიცარია, რუსეთი, ევროპა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს რუსეთ-ევროპის მოლაპარაკებებს
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა უნდა იცოდეს, თუ რა შეთავაზებებით აპირებს ევროპა მისვლას მოლაპარაკებებზე
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. შვეიცარია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთსა და ევროპას შორის დიპლომატიური პროცესის ორგანიზებაში დახმარება გაუწიოს, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
შვეიცარელი დიპლომატების თქმით, შვეიცარიას შეუძლია „ხელშესახები წვლილი შეიტანოს“ მოლაპარაკებების პროცესში.
„კერძოდ, ეს ეხება შვეიცარიის ტერიტორიაზე შემდგომი მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობას და საჭირო ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფას“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
ხუთშაბათს, შენჭენში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვმა უნდა გაიგოს, თუ რა შეთავაზებების შეტანას აპირებს ევროპა მოლაპარაკებებში. მან თქვა, რომ რუსეთმა ევროპელები დიპლომატიური არხებით მიიწვია მოსკოვში, რათა მოესმინა მათი პოზიცია კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვიზიტის თარიღები ჯერ არ არის განსაზღვრული. მან ასევე უარი თქვა იმის გამხელაზე, თუ რომელმა ევროპელმა წარმომადგენლებმა მიიღეს მიწვევა.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა გამოთქვა მზადყოფნა დისკუსიისთვის და შესთავაზა მოლაპარაკებების ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება.
ადრე რუსი დიპლომატები საუბრობდნენ შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური სასაუბრო პლატფორმის მიმართ ნდობის დაკარგვაზე ქვეყნის ნატოსთან დაახლოებისა და რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ შვეიცარია არ განიხილება უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ადგილად, რადგან მან ნეიტრალიტეტი დაკარგა.