საქართველო და უზბეკეთი სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

გამოწერა
საქართველო და უზბეკეთი სოფლის მეურნეობის სფეროშითანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. ტაშკენტში, ორი ქვეყნის მინისტრებმა 2027 წლამდე გათვლილი ერთობლივი სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს აგრარულ სფეროში სამეცნიერო პროექტებს, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვაჭრობის განვითარებასა და ქართული ღვინის, მინერალური წყლისა და
სურსათის ექსპორტის ზრდას.

მხარეები ასევე გეგმავენ კავშირების გაძლიერებას ფერმერებს, სხვადასხვა საწარმოსა და კვლევით ლაბორატორიებს შორის. მოსალოდნელია, რომ ეს ახალი შეთანხმებები დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის ორივე ქვეყნის მეწარმეებს.
ყველა ახალი ამბავი
0