ქვრივიშვილი: საქართველო როგორც სატრანზიტო დერეფანი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას აძლიერებს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
მარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
საქართველო აპირებს კიდევ უფრო განავითაროს რეგიონში ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბის როლი და ხელი შეუწყოს კასპიის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის ევროპულ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინიციატივების წინსვლას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველო წამყვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, რადგან ის წარმოადგენს საიმედო სატრანზიტო დერეფანს, რომელიც აკავშირებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა ვარშავაში, სადაც „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
P-TEC აშშ-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის წამყვან პლატფორმას წარმოადგენს.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
Мариам Квривишвили на P-TEC - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
მარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
„საქართველო მზადაა, კიდევ უფრო განავითაროს თავისი როლი, როგორც რეგიონულმა ენერგეტიკულმა და სატრანზიტო ჰაბმა და ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც კასპიის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიას ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია მთელი რეგიონისთვის.
„სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში, ხოლო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების მეშვეობით საქართველო ასევე წარმოადგენს კასპიის ნედლი ნავთობის საკვანძო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც კასპიის რეგიონს საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
Мариам Квривишвили на P-TEC - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
მარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს რეგიონულ და ტრანსატლანტიკურ ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აქტიურ და საიმედო პარტნიორობას.
სატრანზიტო როლის გასაძლიერებლად, ქვეყანა მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს: აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაციას, რკინიგზის გამტარუნარიანობის გაფართოებას და ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის, ანაკლიის მშენებლობას.
გარდა ამისა, საქართველო, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, მუშაობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლის ამოქმედებაც 2032 წელს არის დაგეგმილი. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას კაბელის გაყვანის შესახებ, რომელიც საქართველოს გავლით ევროპას ელექტროენერგიის მიწოდებას უზრუნველყოფს. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მნიშვნელოვან პოტენციალს განახლებადი ენერგიის სფეროში და მის როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობას.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
Мариам Квривишвили на P-TEC - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
მარიამ ქვრივიშვილი P-TEC-ზე
პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი (1.115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა – 525 კვ, სიმძლავრე – 1.300 მგვტ) საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0