https://sputnik-georgia.com/20261121/qutaissi-korpussi-gazis-afetqebis-sedegad-suaxnis-qali-dasavda-301854731.html
ქუთაისში ერთ-ერთ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა, მოხდა ევაკუაცია
ქუთაისში ერთ-ერთ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა, მოხდა ევაკუაცია
Sputnik საქართველო
ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა. 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T13:45+0400
2026-11-21T13:45+0400
2026-11-21T16:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:36:1280:756_1920x0_80_0_0_ea07e42a29528e691cf551462aa05dc8.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში, კორპუსის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა - მან დაზიანება ხელის არეში მიიღო, იუწყება ტელეკომპანია "პირველი". დღეს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი მეხუთე სართულზე სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც შემთხვევა მოხდა. ის სამედიცინო დაწესბეულებაშია გადაყვანილი და გამოკვლევები უტარდება. ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, მარტოხელა ქალი ბინაში გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რასაც აფეთქება მოყვა. "ახლა ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ცოტა ხანში მოვა სამხარაულის წარმომადგენელი, რომელიც დაადასტურებს მომხდარს და გვეცოდინება, რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომელსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები", - განაცხადა მერმა. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჩატარებული გეგმიური შემოწმებისას აღნიშნულ ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს. ამის შესახებ კომპანია „საქორგგაში“ განაცხადეს.კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც. ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ერ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა და პოსტს ფაქტის ამსახველი ფოტოც დაურთო. ადგილზე ამ წუთებში შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1d/285965658_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d7b38c606f925740218d7126f38b34dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ქუთაისი
ქუთაისში ერთ-ერთ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა, მოხდა ევაკუაცია
13:45 21.11.2026 (განახლებულია: 16:04 21.11.2026) ქუთაისის მერის დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, კორპუსს ექსპერტიზა ჩაუტარდება და მოხდება კორპუსის მდგრადობის შესწავლა.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ქუთაისში, კორპუსის აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაშავდა - მან დაზიანება ხელის არეში მიიღო, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
დღეს ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი მეხუთე სართულზე სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც შემთხვევა მოხდა. ის სამედიცინო დაწესბეულებაშია გადაყვანილი და გამოკვლევები უტარდება.
ქუთაისის მერის, დავით ერემეიშვილის ინფორმაციით, მარტოხელა ქალი ბინაში გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, რასაც აფეთქება მოყვა.
"ახლა ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ცოტა ხანში მოვა სამხარაულის წარმომადგენელი, რომელიც დაადასტურებს მომხდარს და გვეცოდინება, რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომელსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები", - განაცხადა მერმა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჩატარებული გეგმიური შემოწმებისას აღნიშნულ ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს. ამის შესახებ კომპანია „საქორგგაში“ განაცხადეს.
კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ნგრევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ერ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა და პოსტს ფაქტის ამსახველი ფოტოც დაურთო.
ადგილზე ამ წუთებში შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.