გაამკაცრებს თუ არა საქართველო მონეტარულ პოლიტიკას? ეროვნული ბანკის პასუხი

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
დეკემბერში, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადახედავს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც გავლენას ახდენს სესხებზე.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ფრთხილია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.
დეკემბერში, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გადახედავს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც გავლენას ახდენს სესხებზე.
„თუ ნავთობის ფასები ან ზოგადად ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა და დავინახეთ რისკები, რომ ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია (ანუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ყველაფერი ძვირდება და ხელფასის ზრდაზე იზრუნებენ, კომპანიები კი იტყვიან, რომ ფასების ზრდაზე იზრუნებენ...), მაშინ გამკაცრება მოგვიწევს. ცხადია, ეს ნეგატიური ნაბიჯია, თუმცა ერთადერთი გზა, რომ ინფლაციაზე ზემოქმედება მოვახდინოთ“, - განაცხადა უტიაშვილმა.
მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში ეს არის ბაზრისთვის სიგნალი, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იმოქმედებს.
„ობიექტურად, ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა ვერც დიზელს გააიაფებდა, ვერც ბენზინს“, - აღნიშნა უტიაშვილმა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას მომავალი ფასების რისკებიდან გამომდინარე იღებს.
მაისში ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და რეფინანსირების განაკვეთი 8%-დან 8,25%-მდე გაზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0