https://sputnik-georgia.com/20261121/foniwalkasi-afetqebis-sedegad-dasavebuli-sami-adamiani-mkurnalobas-agrzelebs-301855027.html
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მკურნალობას აგრძელებს
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მკურნალობას აგრძელებს
Sputnik საქართველო
ქვემო ფონიჭალაში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. 21.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-21T14:51+0400
2026-11-21T14:51+0400
2026-11-21T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/03/241190386_0:32:4032:2300_1920x0_80_0_0_f6286592278870f59cf7fcd963137b4b.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი. ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია. "თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილი 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინკაში შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული მრავლობითი ტრავმული დაზიანებით. კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა მიერ ჩატარდა სახის კონსტრუქციული ოპერაცია. პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთავსდა პედიატრიული დეპარტამენტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა მედიკოსმა. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვან პაციენტს, მისი თქმით, სამი წლის გოგონა კლინიკაში შემოსვლისას შეფასდა, როგორც არამძიმე მდგომარეობით და მოთავსდა პედიატრიულ პალატაში. "თავიდანვე გამოხატული იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედება. მკურნალობაში თავიდანვე ჩაერთო ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, მეთვალყურეობას უწევს ფსიქოლოგი. დღეის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. ორივე პაციენტი აქტიურია, შემოდის კონტაქტში, ადეკვატურად პასუხობენ კითხვებს", – აღნიშნა ექიმმა. კვლავ უცვლელი რჩება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა. "დღეს დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ ექიმები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებისა. კვლავ მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება სპეციალურ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია. აღენიშნება მთელი სხეულის მასშტაბური, 87% დაზიანება. ასევე სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", – აღნიშნა ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24119/03/241190386_462:0:3570:2331_1920x0_80_0_0_54d792c1445dbcaeb61586b306fa26da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი მკურნალობას აგრძელებს
ქვემო ფონიჭალაში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი არასრულწლოვანი კვლავ კლინიკაში რჩება, მართვით სუნთქვაზეა დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცი.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქეთი ბარაბაძემ განაცხადა, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია.
"თბილისში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში შემოყვანილი 11 წლის ვაჟის მდგომარეობა კლინკაში შემოსვლისას იყო მძიმე, გამოხატული მრავლობითი ტრავმული დაზიანებით. კლინიკის ყბა-სახის ქირურგთა მიერ ჩატარდა სახის კონსტრუქციული ოპერაცია. პაციენტის სიმძიმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთავსდა პედიატრიული დეპარტამენტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში", - განაცხადა მედიკოსმა.
რაც შეეხება მეორე არასრულწლოვან პაციენტს, მისი თქმით, სამი წლის გოგონა კლინიკაში შემოსვლისას შეფასდა, როგორც არამძიმე მდგომარეობით და მოთავსდა პედიატრიულ პალატაში.
"თავიდანვე გამოხატული იყო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ზემოქმედება. მკურნალობაში თავიდანვე ჩაერთო ექიმთა მულტიპროფილური გუნდი, მეთვალყურეობას უწევს ფსიქოლოგი. დღეის მდგომარეობით, პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, დინამიკაში გაუმჯობესებული. ორივე პაციენტი აქტიურია, შემოდის კონტაქტში, ადეკვატურად პასუხობენ კითხვებს", – აღნიშნა ექიმმა.
კვლავ უცვლელი რჩება ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა.
"დღეს დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ ექიმები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებისა. კვლავ მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება სპეციალურ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია. აღენიშნება მთელი სხეულის მასშტაბური, 87% დაზიანება. ასევე სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია", – აღნიშნა ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.